საპენსიო სააგენტოს დირექტორი თანამდებობას ტოვებს

0
210

საპენსიო სააგენტოს დირექტორი ლევან სურგულაძე თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ მან მედიას ცოტახნის წინ განუცხადა. 

მან შესაბამისი თხოვნით საპენსიო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს უკვე მიმართა.  

საპენსიო სააგენტოს დირექტორად ლევან სურგულაძე 2018 წლის 17 სექტემბერს დაინიშნა.

ლევან სურგულაძე 05.11.1958 წ. დაიბადა, ის საპენსიო სააგენტოს დირექტორის თანამდებობამდე სს კავკასიის ბიზნეს ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე მუშაობდა.