კვლევის მიხედვით, მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის სტატისტიკა ისევ იზრდება

0
213

მთელ მსოფლიოში იარაღის წარმოება სწრაფი ტემპით მიმდინარეობს. შვედური ანალიტიკური ცენტრის (SIPRI) კვლევის თანახმად, უმსხვილესი იარაღის მწარმოებელი 100 კომპანიის გაყიდვები ისევ გაიზარდა და ამ მხრივ აშშ ლიდერობს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

2018 წელს იარაღის გაყიდვების მოცულობამ 420 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 2017 წელთან შედარებით 4.6%-ით, ხოლო 2002 წელთან შედარებით 47%-ით მეტია. ამასთან, მონაცემების ნაკლებობის გამო, კვლევაში ჩინეთი არ მოხვდა. 

კვლევის თანახმად, რომელიც ორშაბათს გამოქვეყნდა, გაყიდვების ზრდა ძირითადად ხუთი უმსხვილესი ამერიკული იარაღის მწარმოებელი კომპანიის ხარჯზე მოხდა. თუმცა ზრდა ევროპულ კომპანიებშიც ფიქსირდება – 0.7%-ით და 102 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 

რუსული კომპანიების გაყიდვები კი გასულ წელს 0.4%-ით დაეცა და 36.2 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა.