ანდრიუს კუბილიუსი-ევრონესტის საპარლამენტო სესიაზე საქართველოში შექმნილ პოლიტიკურ კრიზისსაც განვიხილავთ

0
229

თბილისი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის მე-8-ე ყოველწლიურ სესიას, “აღმოსავლეთ პარტნიორობის სამომავლო ხედვებს” მასპინძლობს.

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსის თქმით, შეხვედრაზე განიხილავენ, თუ როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობას მომავალში.

კუბილიუსის განცხადებით,განხილვის თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიც იქნება.

“განხილვის მთავარი თემა სამომავლო პარტნიორობის პოლიტიკა იქნება. საქართველოს უკრაინას და მოლდოვას აქვს ევროპასთან ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. სამივე ქვეყანას სპეციფიკური განვითარება აქვთ. ჩვენ ვისმჯელებთ, თუ როგორი სტრატეგია უნდა ჰქონდეს აღმოსავლეთ პარტნიორობას მომავალში. ევრონესტის კომიტეტს სხვადასხვა საკითხზე სპეციალური ანგარიში აქვს მომზადებული, რასაც სესიაზე განვიხილავთ. ასევე, ვისაუბრებთ თუ რა მდგომარეობაა საქართველოში დემოკრატიის განვითარების მიმართულებით. საუბარია იმ პერიოდზე, როდესაც პარლამენტში კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ პოლიტიკური კრიზისი განვითარდა.”