ტრამპმა კიმ ჩენ ინს ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა

0
301

 

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდას ეხმაურება. შეერთებული შტატების პრეზიდენტმა კიმ ჩენ ინს სინგაპურში ხელმოწერილი შეთანხმება შეახსენა და ბირთვული განიარაღებისკენ მოუწოდა.

მისი განცხადებით, ჩრდილოეთ კორეის ლიდერი ყველაფერს დაკარგავს, თუ მტრულად იმოქმედებს. ფხენიანის მიერ სარაკეტო გამშვებ პუნქტზე ცდების წარმატებით ჩატარების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა.