ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი მოლაპარაკებებში გაეროს უმაღლესი კომისრის ჩართვას ითხოვს

0
270

ცხინვალის რეჟიმის მიერ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებიდან ზუსტად ერთი თვე გავიდა. ოჯახის წევრებმა დღეს რამდენიმე მოთხოვნა გააჟღერეს.

ექიმის მეუღლე და შვილები ითხოვენ, რომ ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატი მაქსიმალურად გამოიყენონ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად. ასევე, ყველა მხარესთან მოლაპარაკებებში ჩაერთოს გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის უმაღლესი კომისარი.

გაფრინდაშვილის ოჯახი ხელისუფლებას მეტი ქმედითი ნაბიჯების გადადგმისა და უწყებათაშორისი საგანგებო საკოორდინაციო კომისიის შექმნისკენ მოუწოდებს.

ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი ჟენევის მოლაპარაკებებში მონაწილე პირებს სთხოვს, გამოიყენონ ყველა ბერკეტი, რათა მოხდეს შეთანხმება და ექიმი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს. მათივე ინფორმაციით, ხვალ ჟენევაში შეხვედრის პარალელურად ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდამჭერი აქცია გაიმართება.