არჩილ თალაკვაძე -თბილისში რუსული კულტურის ცენტრის გახსნა არ იგეგმება

0
215

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ამბობს, რომ თბილისში რუსული კულტურის ცენტრი არ გაიხსნება და სახელმწიფო დეოკუპაციისთვის მუშაობს.

“ასეთი გეგმა არ აქვს არცერთ სახელისუფლებო სტრუქტურას და პოლიტიკურად ჩვენი კურსი ცნობილია. ჩვენ ვმუშაობთ დეოკუპაციისთვის, ჩვენ ვმუშაობთ რუსული რბილი ძალის წინააღმდეგ და რა თქმა უნდა, ჩვენს გეგმებში არ შედის რუსული ზეგავლენის გაფართოება თბილისში, ან საქართველოს რეგიონებში,” – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, თავდაპირველად ინფორმაცია ცენტრის გახსნის შესახებ რუსულმა მედიამ კარასინზე დაყრდნობით გაავრცელ. თუმცა, ოფიციალურმა თბილისმა ფაქტი არ დაადასტურა. იმ შემთხვევაში თუ კრემლი დეკემბრის შუა რიცხვებისთვის გეგმების სისრულეში მოყვანას შეეცდება არასამთავრობო სექტორი მწვავე პროტესტისთვის ემზადება.