
სტრიმინგ-სერვისმა Netflix რეჟისორ მაიკლ ბეის ახალი ფილმის „6 Underground“ ტრეილერი გამოაქვეყნა. მთავარ როლს ფილმში რაიან რეინოლდსი ასრულებს.
ფილმი 6 მილიარდერზე მოგვითხრობს, რომლებიც საკუთარი სიკვდილის ინსცენირებას აწყობენ და საიდუმლო რაზმს ქმნიან, რომლის მიზანიც კრიმინალთან ბრძოლაა.
სურათი Netflix-ის ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ფილმია. მისი წარმოება კომპანიას 125 მილიონი დოლარი დაუჯდა.
„6 Underground“-ი ეკრანებზე 13 დეკემბერს გამოვა.