სეს-მა ოზურგეთში ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი ამოიღო

0
214

სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის სოფელ დვაბზუს სასაკლაოზე, შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავებ ფართში ვადაგასული ხორცი აღმოაჩინა.

სააგენტოს სამმართველოს უფროსის მანანა ერქომაიშვილის თქმით, ხორცი აჭარის ბაღებისთვის იყო განკუთვნილი.

„ეს არის შპს „სოფოს“ მიერ ნაქირავები ფართი, სადაც ხდება დაფილვა. ეს შპს ამარაგებს აჭარისა და ოზურგეთის საბავშვო ბაღებს. ამ შემთხვევაში ხორცი, რომელიც არის ვადაგასული, ეტიკეტის და საბუთების გარეშე ხვალ დილით უნდა შესულიყო აჭარის საბავშვო ბაღებში“, – განაცხადა ერქომაიშვილმა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა ხორცი დალუქეს.