მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიანი მაჟორიტარული სისტემის განხილვაზე შეთანხმდნენ

0
309

მთავრობა და ოპოზიცია მრავალმანდატიან მაჟორიტარულ სისტემაზე დაიწყებენ საუბარს. ასეთია სასტუმრო „შერატონში“ გამართული მოლაპარაკებების მეორე რაუნდის შედეგი. ამ ინიციატივით დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გამოვიდნენ. 

ახალ ინიციატივაზე მხარეები შემდეგ შეხვედრაზე იმსჯელებენ, მანამდე კი ოპოზიციამ საპროტესტო აქციების განახლება დააანონსა. მოლაპარაკებების მეორე რაუნდი 4 საათს გრძელდებოდა. 

 

ფოტო: იმედი