„ქართული ოცნების“ მიერ დაგეგმილ აქციას ოპოზიციის აქციებთან კავშირი არ აქვს – კობახიძე

0
231

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, 14 დეკემბერს „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ დაგეგმილ აქციას ოპოზიციის აქციებთან არავითარი კავშირი არ აქვს. ამის შესახებ კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მედიის წარმომადგენლების კითხვაზე, 14 დეკემებერს “ქართული ოცნების” აქტივისტების მიერ დაგეგმილი აქცია ხომ არ შეიძლება კონტრაქციად ჩაითვალოს, კობახიძემ განაცხადა – “არავითარ შემთხვევაში”.

“ამ აქციას ბუნებრივია, არა აქვს იმის ანალოგიური დატვირთვა რა დატვირთვაც აქვს ოპოზიციის აქციებს. შესაბამისად, ამ აქციას კავშირი არ აქვს ოპოზიციის ორგანიზებულ აქციებთან. რაც შეეხება “ნაციონალებთან” დაკავშირებით საზოგადოების პოზიციას, ეს ყველასთვის ცნობილია”, – განაცხადა კობახიძემ.