ლეიკემიისა და ლიმფომას სამკურნალო ახალი თაობის პრეპარატი შეიმუშავეს

0
300

ფლორიდისა და ტეხასის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ერთობლივი კვლევით მუშაობის შედეგად ბავშვებსა და მოზრდილებში ლეიკემიის სხვადასხვა ფორმისა და ლიმფომას წინააღმდეგ უსაფრთხო და ეფექტურ მედიკამენტს მიაგნეს. ამის შესახებ ინფორმაციას MedicalXpress-ი ავრცელებს.

ახალი თაობის სამკურნალო საშუალებას PROTAC-ი ჰქვია და მისი სამიზნე ცილების ნაერთი სახელწოდებით BCL-XL-ია, რომელიც კიბოს უჯრედებს გადარჩენის საშუალებას აძლევს. მედიკამენტების წინა თაობა, რომელიც ამავე პრინციპით მოქმედებდა თრომბოციტების რაოდენობის საშიში დოზით შემცირებისა და სისხლდენის მაღალი რისკით ხასიათდებიან. “ჩვენი პრეპარატი (PROTAC) მნიშვნელოვნად ამცირებს ამ რისკს და ამით ის პოტენციურად ბევრად უფრო სასარგებლო იქნება კიბოს მქონე პაციენტებში”, – წერია კვლევაში.

მედიკამენტს გამოიყენებენ ისეთი დაავადებების სამკურნალოდ, როგორებიცაა მწვავე ლიმფოციტური ლეიკემია და T-უკრედოვანი ლიმფომა. მედიკამენტი უბრალოდ კი არ აჩერებს ცილა BCL-XL-ს, არამედ შლის მას.