არის ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს – არჩილ თალაკვაძე

0
289

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნორმალურ პოლიტიკურ პროცესში დაბრუნების ნიშნები არსებობს. ამის შესახებ თალაკვაძემ ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მეორე შეხვედრის დაწყებამდე თქვა და დასძინა, რომ თუ ოპოზიციას შემოთავაზებები ექნება, მმართველი გუნდი დროს აიღებს, რათა კონკრეტული პასუხებით შეხვდეს შემდეგ ჯერზე.

“ეს შეხვედრა არის იმისთვის, რომ ვნახოთ რა შემოთავაზება აქვს ოპოზიციას. ჩვენ გვექნება ჩვენი არგუმენტები, ასევე ავიღებთ დროს, რომ თუ იქნება კონკრეტული შემოთავაზებები ამაზეც მოვემზადოთ და კონკრეტული პასუხებით მოვიდეთ შემდეგ შეხვედრაზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არის უკვე ნიშნები, რომ ვუბრუნდებით ნორმალურ პოლიტიკურ პროცესს. დიალოგი ამისთვის არის კარგი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

განხილვის მთავარი საკითხი კვლავ საარჩევნო სისტემაა. შეხვედრის დაწყებამდე მმართველი გუნდის, ოპოზიციისა და დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა მედიასთან კომენტარები გააკეთეს.