დღეს გავიგებთ რა უნდა ხელისუფლებას – გრიგოლ ვაშაძე

0
202

ოპოზიციური გაერთიანების “ძალა ერთობაშიას” ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ ვაშაძე დღევანდელი სხდომის ჩატარებას ეხმაურება, სადაც გაერთიანებული ოპოზიციური სპექტრი და ხელისუფლება იმსჯელებენ საარჩევნო “გერმანულ მოდელზე”.

გრიგოლ ვაშაძე დღევანდელ შეხვედრას ოპტიმისტურად ვერ აფასებს.

“ოპტიმისტურად არ ვარ განწყობილი. უბრალოდ ხელისუფლებას არ მივცემთ უფლებას რომ დაგვაბრალოს შეხვედრის ჩაშლა. ამ მთავრობას არ უნდოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა და გვაინტერესებს რა უნდათ,”- აცხადებს ვაშაძე.

დღეს 18:00 საათზე, ხელისუფლება და გაერთიანებული ოპოზიციის სპექტრი კვლავ “გერმანულ მოდელზე” იმსჯელებს.