სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები გამოცდებზე დაწესებული გადასახადის გაუქმებას ითხოვენ

0
242

სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტები რეზიდენტების საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლისთვის დაწესებული გადასახადის გაუქმებას ითხოვენ. ისინი ჯანდაცვის სამინისტროსთან აქციას მართავებ. სტუდენტები უწყებისაგან 520-ე დადგენილების გაუქმებასაც ითხოვენ, რაც საყოველთაო ჯანდაცვის სისტემაში დაფინანსების შემცირებას ეხება. დემონსტრანტების შეფასებით ასეთი პოლიტიკა კლინიკებში სამუშაო ადგილების შემცირებას გამოიწვევს.

„ნუ გამხდი ხალათს“ – ასეთია სტუდენტების ლოზუნგი და წარწერა ტრანსფარანტებზე.

რეზიდენტებისა და რეზიდენტობის შემდგომ საკვალიფიკაციო გამოცდებზე გადასახადი 80 და 120 ლარით განისაზღვრა.

ახალგაზრდები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში სასამართლოს მიმართავენ.