ნიკა გვარამია გრიფით „საიდუმლო“ საქმეზე დაიკითხება – პროკურორი

0
209

ნიკა გვარამია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე დაიკითხება, რომელსაც გრიფი „საიდუმლო“ ადევს, – ამის შესახებ „მთავარი არხის“ დირექტორის საქმის პროკურორმა, ელიზბარ გოზალიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. 

მისივე თქმით, დანარჩენ დეტალებზე პროცესის დასრულების შემდეგ ისაუბრებს.

„ნიკა გვარამიას მოწმის სახით, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მაგისტრატი მოსამართლის წინაშე დაკითხავენ. რაც შეეხება დაკითხვას, მას განახორციელებს სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის გამომძიებელი. ნიკა გვარამია დაიკითხება კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელსაც ადევს გრიფი „საიდუმლო“, შესაბამისად, საქმის დეტალებთან დაკავშირებით ვერ ვისაუბრებ“, – განაცხადა ელიზბარ გოზალიშვილმა.