ქარელში, 22 წლის ბიჭმა დის ქმარი მოკლა

0
211

ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დირბში 22 წლის ახალგაზრდამ დის ქმარი მოკლა. შემთხვევა დღეს მოხდა. 

ამ ეტაპზე უცნობია თუ რა გახდა მკვლელობის მიზეზი.

შსს-ს ცნობით გარდაცვლილს დაზიანებები ცივი იარაღით ან ბლაგვი საგნით აქვს მიყენებული.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განძრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 

უწყების ცნობით, საქმეზე არავინ დაუკავებიათ.