Check in Georgia-ის პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა

0
262

„ჩვენ ვფიქრობთ, რომ Check in Georgia ქვეყნის კულტურულ განვითარებას უფრო ემსახურება, ვიდრე ტურისტების მოზიდვას. შესაბამისად, პროექტი კულტურის სამინისტროს გადაეცა“, – ამის შესახებ  ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ დღეს ჟურნალისტებს განუცხადა.

დღესვე ამ თემაზე კომენტარი გააკეთა ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა. მარიამ ოქრუაშვილის თქმით, უკეთესი შედეგის მისაღებად ორ უწყებას შორის მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდება.

საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით 2016 წელს მასშტაბური პროექტი Check in Georgia შეიქმნა. Check in Georgia მასშტაბური კულტურული და სპორტული ღონისძიებების სერიას მოიცავს, რომელიც თბილისსა და ქვეყნის რეგიონებში იმართება. 

პროექტის განხორციელების მიზანია წლის განმავლობაში საქართველოს კულტურულ ცენტრად ქცევა და დიდი რაოდენობით ტურისტის მოზიდვა. ამ გზით კი ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა.