ქუთაისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს კვერცხები ესროლეს

0
304

ქუთაისში, ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს, რომლებიც აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში არიან შეკრებილები, კვერცხები ესროლეს. ამ დროისთვის აქცია უკვე დაიწყო.

კვერცხები, სავარაუდოდ მაღალსართულიანი კორპუსების სახურავებიდან ისროლეს.

აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პარტიის ლიდერები, მათ შორის გრიგოლ ვაშაძე, გიორგი ვაშაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, რომან გოცირიძე და სხვები.