თბილისის ცენტრალური ნაძვის ხე 25 დეკემბერს აინთება

0
301

თბილისი 2020 წელს ახალი ნაძვის ხით შეხვდება. იტალიაში დამზადებულ 25-მეტრიან ნაძვის ხეს, რომელიც რესპუბლიკის მოედანზე განთავსდება, 25 დეკემბერს თბილისის მერი, კახა კალაძე აანთებს.

„საშობაო სოფელი“ რესპუბლიკის მოედანზე მოეწყობა. აქვე განთავსდება ცენტრალური ნაძვის ხეც.

საახალწლო ლოკაცია რესპუბლიკის მოედნის გარდა, ორბელიანის მოედანზეც მოეწყობა.