უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ -მამუკა მდინარაძე

0
244

 

„ყველაზე მთავარი, რაც დღეს არის და რა ოცნებაც არ შეუსრულდება „ნაციონალურ მოძრაობას“ და მის სატელიტებს – უმრავლესობა არავითარ შემთხვევაში არ დაიშლება. ჩვენ ვთანხმდებით მთავარზე, რომ უმრავლესობაში არ იყოს რყევები,უმრავლესობა არ დაიშლება, ამის გარანტიას გაძლევთ. უმრავლესობა მყარად არის, ჩვენ ვთანხმდებით, რომ გუნდში განსხვავებული მოსაზრებების მიუხედავად, ამ საკითხს არანაირი საფრთხე არ შეეხება” –აღნიშნული  განცხადება ვიცე სპიკერმა  მამუკა მდინარაძემ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ, მედიასთან საუბრისას გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში დღეს უმრავლესობამ სხდომა გამართა.