ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა

0
192

ევროპის უნივერსიტეტში ზურაბ ჟვანიას სახელობის ვარსკვლავი და დარბაზი გაიხსნა. ცერემონიას, საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის ოჯახის წევრებთან ერთად, ქვეყნის მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი და გაეროს მუდმივი წარმომადგენელი ლუიზა ვინტონი ესწრებიან.

დღესვე გაიმართა წიგნის პრეზენტაცია, რომელშიც ზურაბ ჟვანიას გამოსვლები და ინტერვიუებია თავმოყრილი.

„ქართული საზოგადოება რჩება იმ დასავლური ღირებულებებისა და ქვეყნის განვითარების ხედვის ერთგული, რაც ზურას ჰქონდა. მიუხედავად სირთულეებისა და მწვავe პოლიტიკური ვითარებისა, ჩვენ ამ გზას გავივლით“, – განაცხადა ზურაბ ჟვანიას მეუღლე ნინო ქადაგიძემ.

 

ფოტო: იმედი