ეუთოში საქართველოს მეგობართა ჯგუფი დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს

0
259

საქართველოს მეგობართა ჯგუფი ეუთოში დღეს ერთობლივ განცხადებას მიიღებს. მათი გზავნილი უცვლელია: საერთაშორისო საზოგადოება ერთსულოვანია რუსეთის აგრესიული ქმედებების წინააღმდეგ და ოკუპაციის უმძიმესი შედეგების მიმართ.

მეგობართა ჯგუფი 2014 წელს შეიქმნა და ერთობლივ განცხადებებს 2016 წლიდან იღებს. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი პარტნიორებს სლოვაკეთში შეხვდა.

დავით ზალკალიანმა ეუთოში რუსეთის მხრიდან საერთაშორისო სამართლის ნორმების იგნორირებაზე, ასევე მავთულხლართებით, ადამიანთა გატაცებითა და დაუსჯელობის სინდრომის გამო უკიდურესად გართულებულ ვითარებაზე ისაუბრა.

ზალკალიანის თქმით, ოკუპირებულ რეგიონებში მყოფმა ადამიანებმა ნებისმიერ დროს შეიძლება გაიზიარონ ტატუნაშვილის, ოთხოზორიას, ბაშარულისა და კვარაცხელიას ბედი.