ნარკოდანაშაულისთვის დაკავებულ ბერს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

0
201

ნარკოტიკების შეძენა-შენახვის ბრალდებით დაკავებულ ბერ-მონაზონს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ.

მისი ადვოკატის, ჯიტა გულუას განცხადებით, არანაირი საფუძველი არ არის იმისა, რომ ბრალდებულის მიმართ აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა გამოიყენონ.

„გამომდინარე იქიდან, რომ მისი წარსული ძალიან დადებითი არის, პიროვნება აღიარებით თავისი ნებით გამოცხადდა პოლიციაში, შესაბამისად არანაირი საფუძველი იმისა, რომ მის მიმართ გამოყენებულ იქნას აღმკვეთი ღონისძიებით პატიმრობა, არ არის,“ – აცხადებს ადვოკატი.

33 წლის სვიმონ ქავთარაძე პოლიციას მას შემდეგ ჩაბარდა, რაც დიდი ოდენობით მეტადონზე დანაშაული საკუთარ თავზე მისმა ახლობელმა აიღო.

ბერ-მონაზვნის წინააღმდეგ საქმე შინაგან საქმეთა სამინისტომ 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვას გულისხმობს.