თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხე აანთეს

0
226
Trump Christmas Tree

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა და პირველმა ლედიმ, მელანია ტრამპმა შვიდმეტრიანი საშობაო ნაძვის ხე საზეიმო ცერემონიის დროს აანთეს.

პრეზიდენტმა ღონისძიებაზე შობასა და ქველმოქმედების მნიშვნელობაზე ისაუბრა და ცერემონიაზე მყოფ საქველმოქმედო ორგანიზაციებს მათი საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

დონალდ ტრამპმა ასევე მადლობა გადაუხადა სამხედროებს, სამართალდამცველებს, მაშველებსა და სასწრაფო დახმარების ექიმებს.

თეთრ სახლთან საშობაო ნაძვის ხის ანთების ტრადიცია სათავეს 1923 წლიდან იღებს.