ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება საქართველოს მიმართ საპასუხო მოქმედება იყო, 2008 წელს -დიმიტრი მედვედევი

0
203

დღეს, პრეს-კონფერენციის დროს, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვდევმა  განაცხადა, რომ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული გადაწყვეტილება იყო 2008 წელს განხორციელებული საპასუხო მოქმედება საქართველოს აგრესიის მიმართ, რუსეთის პრეზიდენტად ყოფნის პერიოდში.

„საერთოდ, ყველაზე რთულ გადაწყვეტილებებად ისეთი მოქმედებები ითვლება, რომლებსაც შეუძლიათ სერიოზული პრობლემები შეუქმნან როგორც სახელმწიფოს, ასევე მის მოქალაქეებს. ოდესღაც მე მომიწია გადაწყვეტილება მიმეღო საპასუხო მოქმედებების დაწყებაზე საქართველოს მხრიდან განხორციელებულ აგრესიასთან დაკავშირებით. მე მაშინ სახელმწიფოს სრულიად ახალი ხელმძღვანელი ვიყავი. ჩემი გადაწყვეტილება ძალიან რთული იყო, რადგანაც თანამდებობა სულ რაღაც ორი თვის წინ დავიკავე… მაგრამ მოვლენების შემდგომმა განვითარებამ გვაჩვენა, რომ გადაწყვეტილება გარდაუვალი და ერთადერთი იყო შექმნილ სიტუაციაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

წყარო:

https://tass.ru/politika/7273125

https://lenta.ru/news/2019/12/05/georgia/