დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, არ არის ის მომავალი, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას – ნათია თურნავა

0
244

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ მოსახლეობა განცხადებებს რევოლუციისა თუ პროცესების რადიკალიზაციის თაობაზე, ნეგატიურად აღიქვამს.

როგოც ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, ხშირად მოგზაურობს კოლეგებთან ერთად რეგიონებში და ხვდება ადგილობრივებს, რომლებიც სულ სხვა საკითხებით არიან დაინტერესებულნი და არა დესტაბილიზაციით.

„ძალიან ნეგატიურად აღიქვამს ამას მოსახლეობა, დამხობა, რევოლუცია, რადიკალიზაცია, ეს არ არის ის მომავალი, რაც უნდა ჩვენს მოსახლეობას. მოსახლოებას ადარდებს დასაქმება, ფასები, როდის აშენდება ახალი ობიექტები, ეს საკითხები არის ყურადღების ცენტრში და ყველაფერი, რაც ხელს უშლის შენებას, მათ შორის დამხობა რადიკალიზაცია და დესტრუქციული მოწოდებები, ეს არის ის, რასაც ცუდად აღიქვამს არა მხოლოდ მთავრობა, არამედ მთლიანად ქვეყნის მოსახლეობა. მინდა, ეს ყველა პოლიტიკოსმა გაიგოს“, – აღნიშნა თურნავამ.

რაც შეეხება იმას, ახდენს თუ არა გავლენას ქვეყანაში მიმდინარე პროცესები, აქციები და კონტრაქციები  ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობასა და ინვესტიციებზე, თურნავა განმარტავს, რომ ეს ფაქტორები ეკონომიკაზე მოქმედებს, თუმცა მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ყველაფერი ინვესტიციებზე ნეგატიურად არ აისახოს.

„ჩვენ ყველანი პატივს ვცემთ გამოხატვის თავისუფლებას იმ ფორმით, რა ფორმითაც ეს ჯდება კანონმდებლობის მოთხოვნებში. ზოგადად რადიკალიზაცია, პოლიტიკური ტურბულენტობა, დესტრუქცია, აზარალებს ქვეყანასა და ეკონომიკას, მაგრამ კარგად ხედავთ, რომ საქართველოს მთავრობა, როგორც პასუხისმგებლიანი მთავრობა და ეკონომიკური ბლოკის სამინისტროები, ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ბიზნესმა, ქართულმა წარმოებამ, ნაკლებად იგრძნოს ეს ნეგატიური შედეგი, არ დაფრთხნენ ინვესტორები, კომპანიები და პროცესი გაგრძელდეს წარმატებით, ეკონომიკა განვითარდეს. ამას ყველაფერს ვაკეთებთ, რადგან ის დესტრუქცია, რომელიც ბუნებრივია, გვაზარალებს და არ არის კარგი ინვესტორებისთვის არ იგრძნოს ქვეყანამ, ეკონომიკამ, მგონი, წარმატებულად ვახერხებთ“, – განაცხადა ნათია თურნავამ.