ტომ ტუგენდჰატი: 12 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა

0
42

დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პარლამენტის თემთა პალატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ტომ ტუგენდჰატი აგვისტოს ომის 12 წლისთავს Twitter-ის საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

„12 წლის წინ სწორედ ამ დღეს რუსეთი საქართველოში შეიჭრა და მისი ტერიტორიის ოკუპაცია მოახდინა. ასე შეიქმნა რუსეთის ორი კლიენტი რესპუბლიკა კრემლის კოლონიალისტური კონტროლის წინა ხაზზე. ოკუპაცია გრძელდება“ – წერს ბრიტანელი პოლიტიკოსი.