დონალდ ტრამპმა ჯასტინ ტრიუდოს „ფარისეველი“ უწოდა და პრესკონფერენცია გააუქმა

0
235

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კანადის პრემიერ მინისტრ ჯასტინ ტრიუდოს ფარისეველი უწოდა, რის შემდეგ პრესკონფერენცია გააუქმა და ლონდონში მიმდინარე ნატო-ს სამიტზე ყოფნა შეამცირა.

ტრამპის ასეთი რეაქცია უცხოურ მედიაში გავრცელებულმა ვიდეომ განაპირობა, სადაც კანადის პრემიერ-მინისტრი ჯასტინ ტრიუდო, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი და ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრი მარკ რუტე მას დასცინიან.

როცა ტრამპს აღნიშნულ ვიდეოზე ჰკითხეს, მან  უპასუხა: „ის (ტრიუდო) ფარისეველია“. აშშ-ის პრეზიდენტის ვარაუდით, კანადის პრემიერ-მინისტრი ნაწყენი იყო, რადგან ტრამპმა ის გააკრიტიკა, რომ კანადა ეროვნული წარმოების 2%-ს ნატო-ს თავდაცვაზე არ ხარჯავს.

„მისმინეთ, მე აშშ-ს წარმოვადგენ და მან უნდა მეტი გადაიხადოს ვიდრე ახლა იხდის და მან ეს გაიგო“, – განაცხადა ტრამპმა.