შუახევში „ოცნების“ და ენმ-ს მხარდამჭერები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ

0
212

შუახევში, მერიის შენობასთან ერთმანეთს “ქართული ოცნების” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეებმა მერიის შენობაზე სტიკერები გააკრეს, რომელსაც “მონა” ეწერა, რასაც შეხლა-შემოხლა მოჰყვა. “ქართული ოცნების” აქტივისტებმა სტიკერები მოხსნეს და აქციაზე მყოფებს ზონდერები უწოდეს. “ქართული ოცნების” მხარდამჭერებმა ენმ-ს წევრებს ცოცხლები ესროლეს.

ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ამ დროისთვის მერიასთან აქციის მონაწილეები აღარ იმყოფებიან.