მეტროსადგურ „ვარკეთილში“ მოძრაობა აღდგა

0
247

მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ამ დროისათვის მოძრაობა აღდგენილია და მატარებლები მგზავრებს შეუფერხებლად ემსახურებიან.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადევებ, მეტროსადგურში დაკვამლიანება ელექტროგამანაწილებელში მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

შეგახსენებთ, რომ მეტროსადგურ „ვარკეთილში“ ცოტა ხნის წინ მგზავრების ევაკუაცია მოხდა. მეტრო მგზავრებს 25 წუთის განმავლობაში ვერ ემსახურებოდა.