ოპოზიციამ ე.წ. გერმანული მოდელის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა

0
190

30-მდე ოპოზიციურმა პარტიამ საარჩევნო სისტემის კანონპროექტი პარლამენტში დაარეგისტრირა. როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები აცხადებენ, დარეგისტრირებული კანონპროექტი ე.წ. გერმანულ მოდელს გულისხმობს.

კანონპროექტი განსახილველად ჯერ იურიდიულ კომიტეტს გადაეგზავნება, რომელიც დოკუმენტური შესწავლის შემდეგ მას ბიუროზე შეიტანს. ბიუროზე რეგისტრირების შემდეგ კი სახალხო დამცველს ექნება უფლება, რომ კანონპროექტი განსახილველად ეუთო/ოდირს გადაუგზავნოს.