ხანგოშვილის საქმის გამო, რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი გერმანიიდან გააძევეს

0
208

გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით გერმანიამ ბერლინში რუსეთის საელჩოს ორი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა, რაც ქვეყნიდან გაძევებასაც ნიშნავს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია ასევე, რომ მიღებული ზომები ბერლინში მოკლული საქართველოს მოქალაქის ზელიმხან ხანგოშვილის საქმეს უკავშირდება. გერმანიის საგარეო უწყება აცხადებს, რომ რუსული მხარე არაერთი თხოვნის მიუხედავად გერმანიას გამოძიებაში არ დაეხმარა.

აქამდე WSJ-ის წყალობით, ცნობილი გახდა, რომ გერმანიის გენერალურმა პროკურატურამ ხანგოშვილის მკვლელობაში რუსული სპეცსამსახურების კვალი აღმოაჩინა.

როგორც გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მოსკოვის მონაწილეობა მკვლელობის გამოძიებაში აუცილებელია, რადგანაც ბერლინი მიიჩნევს, რომ რუსულ მხარეს, კერძოდ მის სახელმწიფო სააგენტობს ან ჩეჩნეთის რესპუბლიკას მკვლელობასთან კავშირი ჰქონდა. სამინისტროს თქმით, საქმე ქვეყნის გენერალურმა პროკურორმა პირად კონტროლზე აიყვანა.