ოდესაში კოლეჯი იწვის – დაშავებულია 10 ადამიანი

0
249

უკრაინაში, ოდესაში კოლეჯის შენობა იწვის. ცეცხლი 2 ათას კვადრატულ მეტრზეა გავრცელდებული. შემთხვევის შედეგად, სულ მცირე, 10 ადამიანი დაშავდა, 40 კი ევაკუირებულია.

გავრცელებული ინფორაციით, ცეცხლი შენობის მე-3 სართულზე გაჩნდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.

ტერიტორია სამართალდამცავებმა გადაკეტეს. შეფერხებულია სატრანსპორტო მოძრაობა. უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურში შენობის კონსტრუქციის ჩამოშლას არ გამორიცხავენ.