ილია მეორე – ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს

0
254

ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ბევრია დამოკიდებული თვითონ ადამიანზე, აირჩევს კეთილ გზას თუ ბოროტს, – ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, ილია მეორემ სიონის საკათედრო ტაძარში განაცხადა, სადაც ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულთან დაკავშირებით წირვა ჩატარდა.

„დღეს არის ბედნიერი დღე, ტაძრად მიყვანება ღვღისმშობლის. ეს არის გზა, რომელიც გვიჩვენა ყოვლადწმინდამ, თუ როგორ უნდა მივიდეთ სასუფეველში. ეს არის ტაძარი, ეს არის კარიბჭე სასუფეველისა. და ბედნიერია ის ადამიანი, რომელიც ამ კარიბჭეში შევა. ჩვენს გარშემო არის საშინელი ბრძოლა და ყველაფერი არის ადამიანისათვის, ბოროტი ძალა ცდილობს, ადამიანი ჩამოაშოროს ღმერთს, ზეციური ძალა ცდილობს, არ დაუშვას ბოროტება ადამიანთა, მაგრამ ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს თვითონ ადამიანს. მასზე ბევრია დამოკიდებული, რას აირჩევს – კეთილ გზას აირჩევს, თუ ბოროტს“ ,- განაცხადა ილია მეორემ.

მისივე თქმით, ხშირად ადამიანი ამბობს, რომ სურს, ბედნიერი იყოს დედამიწაზე, რადგან არ იცის, რა იქნება გარდაცვალების შემდეგ. პატრიარქის თქმით, წუთისოფელში ცხოვრება დროებითია და ის არაფერია სამუდამო სასუფეველთან შედარებით.

„უნდა შესდგეს სინერგია, დაახლოება ორი ძალისა, ადამიანისა და ღვთაებრივი ძალისა, ადამიანისა თუ ბოროტი ძალისა. ხშირად ისმის ადმიანებისგან, დედამიწაზე ბედნიერი ვიყოო და იქ რა იქნება, არ მაინტერესებსო. ჩვენი აქ ყოფნა წუთისოფელია და ეს წუთისოფელი არაფერია სასუფეველთან, სასუფეველი დაუსრულებელია. ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი ბუნებასთან, ადამიანს უნდა ჰქონდეს კავშირი დედამიწასთან“ ,- განაცხადა ილია მეორემ.