ე.წ. გერმანული მოდელი გაუგებარი და უვარგისია – აკაკი ასათიანი

0
228

პარტია „ტრადიციონალისტთა“ ლიდერი აკაკი ასათიანი ე.წ. გერმანულ მოდელს უვარგისს უწოდებს და აცხადებს, რომ ყველა საარჩევნო უბანზე მათემატიკის ინსტიტუტის გახსნა გახდება საჭირო შედეგების დასათვლელად.

აკაკი ასათიანი აცხადებს, რომ შეხვედრაზე დასწრების შეთავაზება პარლამენტიდან მიიღო. განმარტავს, რომ ოპოზიციის მიერ შეთავაზებული ე.წ. გერმანული მოდელი მიუღებელია, რადგან ის მოსახლეობისთვის ადვილად გასაგები არ არის.

„დიდი შეცდომა დაუშვა ხელისუფლებამ, როდესაც გადათქვა პირობა პროპორციული არჩევნების. მივიჩნევ, რომ ე.წ. გერმანული მოდელი სრულიად გაუგებარი რამეა. საარჩევნო კანონი უნდა იყოს ამომრჩევლისთვის გასაგები, მარტივი და სამართლიანი. ასეთი იქნებოდა პროპორციული საარჩევნო სისტემა. ოპოზიციის დანარჩენი წარმომადგენლები ითხოვდნენ ე.წ. გერმანულ მოდელს ხელისუფლებისგან. ხელისუფლება ამბობდა, რომ არაკონსტიტუციურია. ჩემი პოზიციაა, რომ გაუგებარია და უვარგისია ეს მოდელი, არავითარი გერმანული არ არის. ახლა თავადაც თქვეს, რომ ქართულია გერმანულის გათვალისწინებით. ამ მოდელით ყოველ უბანზე მათემატიკის ინსტიტუტი იქნება გასახსნელი, რომ ადამიანმა გამოთვალოს, რა გამოვიდა“, – აცხადებს აკაკი ასათიანი.