„ქართული ოცნების“ ოფისთან „შეცვალეს“ წევრები აქციას მართავენ

0
226

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან მოძრაობა „შეცვალე“ აქციას მართავს. ამასთან, „შეცვალეს“ წევრების მისვლამდე ოფისთან პარტიის „ქართული ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ჟურნალისტების კითხვაზე, რატომ მივიდნენ იქ „შეცვალეს“ მიერ დააანონსებული აქციის პარალელურად და აპირებენ თუ არა კონტრაქციის გამართვას, მათ უპასუხეს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უბრალოდ ჩაიარეს და კონტრაქციის გამართვას არ აპირებენ.

მათივე განმარტებით, „ოცნების“ ახალგაზრდული ორგანიზაცია ევროსაჭოს თავჯდომარედ საქართველოს არჩევასთან დაკავშირებით ორბელიანის მოედანზე საზეიმო ღონისძიებას მართავს და ამის გამო გაიარეს „ოცნების“ ცენტრალური ოფისის ტერიტორიასთან. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.