ინტერპოლით ძებნილ ყველაზე ხანდაზმულ 28 ადამიანს შორის ერთ-ერთი ასლან აბაშიძეა

0
305

აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე ინტერპოლის ცენტრალური ბიუროს საიტზე წითელი ცირკულარით 2004 წლიდან იძებნება. 81 წლის აბაშიძე ერთ-ერთია ყველაზე ხანდაზმულ საერთაშორისო ძებნილთა შორის.

ინტერპოლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, რომ 80 წელს გადაცილებულ ძებნილთა რაოდენობა სულ 28 ადამიანს შეადგენს, მათგან ყველაზე უხუცესი ძებნილი 95 არგენტინელი რომერო ტელო ჰუმბერტო გახლავთ, რომელსაც ინტერპოლი თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების ბრალდებით ეძებს.

აჭარის ყოფილი ლიდერი ასლან აბაშიძე კი სამსახურეობრივი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებისა და მითვისება-გაფლანგვის ბრალდებით იძებნება.