მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და დაპირისპირებაა

0
288

მცხეთაში, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარულ ბიუროსთან ხმაური და შეხლა-შემოხლაა.

მოძრაობა „გაბედეს“ წევრებმა, მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან, სადაც პარლამენტის წევრის და მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის მაჟორიტარული ოლქია, დიმიტრი ხუნდაძესთან შესახვედრად მივიდნენ, თუმცა სამართალდამცველები და ადგილობრივი მოსახლეობა მათ შენობაში შესვლის საშუალებას არ აძლევენ.

აქციის დროს აქტივისტებსა და პოლიციას შორის დაპირისპირება მოხდა. სამართალდამცველებმა რამდენიმე 6 პირი დააკავეს, მათ შორის ოთხი მოძრაობა “გაბედეს” აქტივისტია. დაკავებულ აქტივისტებს შორის არის, სავარაუდოდ, შალვა ნათელშვილის შვილი ბექა ნათელაშვილიც. ორი დაკავებული კი “ქართული ოცნების” მხარდამჭერია.