აქციები გაგრძელდება, ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირაში მუშაობას განაახლებს – სალომე სამადაშვილი

0
293

საპროტესტო აქციები გაგრძელდება და ნურავის ექნება ილუზია, რომ პარლამენტი მომავალ სასესიო კვირას მუშაობას გააგრძელებს, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, სალომე სამადაშვილმა განაცხადა.

ჟურნალისტებთან საუბარში სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ისევე, როგორც მოსამართლეების საკითხის, ასევე სხვა საკითხების განხილვა უნდა გადაიდოს.

„სრული კონსესუსია იმაზე, რომ ამ შემადგენლობის დამტკიცება არც ერთ შემთხვევაში არ შეიძლება. აქციას ვგეგმავთ ქუთაისში და ამ რეჟიმში გაგრძელდება პოლიტიკური აქტივობა. საპროტესტო ტალღა თბილისიდან სხვა ქალაქებში გაგრძელდება. ხელისუფლება დაინახავს, რომ ეს ტალღა არ არის ადვილად ჩასაქრობი, თუ ჩვენი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. პირველი შედეგი უკვე არის, რომ ნიკა მელია ხელისუფლებამ საზოგადოებრივი ზეწოლის შიშით ციხეში ვერ გამოკეტა”, – განაცხადა სამადაშვილმა.