ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტებში ცვლილება შედის

0
202

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით (naec), 2020 წლისთვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე უცხო ენების ტესტებში ცვლილება შევა. წარმოდგენილი იქნება ორი სახის სიახლე.

კერძოდ, მე-2 დავალება, რომელიც წაკითხულის გააზრებას ამოწმებდა (სწორია/არასწორია), ჩანაცვლებულია მოსმენის დავალებით. აბიტურიენტი ისმენს ერთ სრულ ტექსტს და პასუხობს რვა შეკითხვას.

მე-6 დავალება, რომელიც გრამატიკულ ცოდნას ამოწმებს, 10-ის ნაცვლად 12 საკითხიანი გახდა.

ტესტის მაქსიმალური ქულა (80) და გამოცდისათვის გამოყოფილი დრო (2 საათი და 30 წუთი) არ შეცვლილა.