ყოველი მე-4 მოზარდი სმარტფონზეა დამოკიდებული

0
173

ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერების კვლევის თანახმად, თანამედროვე მოზარდების მეოთხედი სმარტფონზეა დამოკიდებული, რაც მკვლევარების შეფასებით, მომავალი თაობის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, შესაძლოა, დამღუპველი აღმოჩნდეს.

როგორც BBC წერს, მოზარდები ავლენენ დამოკიდებულების ფსიქოლოგიურ სიმპტომებს, როდესაც სმარტფონზე მუდმივი წვდომა არა აქვთ. მათ, როგორც წესი, დამოუკიდებლად არ შეუძლიათ ტელეფონზე დახარჯული დროის გაკონტროლება და თუ სმარტფონში ჩარტული არ არიან, ღიზიანდებიან და ეწყაბათ პანიკა.

მრავალწლიანი დასკვნის შემდეგ ლონდონის უნივერსიტეტის მეცნიერები ასკვნიან, რომ უკონტროლო გამოყენება მოზარდებში სტრესსა და დეპრესიულ აშლილობას იწვევს, ასევე შესაძლოა ძილის უკმარისობისა და დაბალი აკადემიური მოსწრების მიზეზი გახდეს.

სამედიცინო გამოცემა BMC Psychiatry-ში გამოქვეყნებული სტატისტიკით, კვლევაში ჩართული იყო 42 000 მოზარდი და ახალგაზრდების 23%-ი სმარტფონზე დამოკიდებული აღმოჩნდა.

კვლევის თანახმად, სმარტფონზე დამოკიდებულებას 17-დან 19 წლამდე ასაკის გოგოები უფრო ავლენენ, ვიდრე ბიჭები. კვლევის მიხედვით, გოგოები უფრო მეტად სოციალურ ქსელებზე არიან დამოკიდებულები, ბიჭები კი თამაშებზე ხარჯავენ დიდ დროს.