თბილისის ანძა „დინამოს“ ფერებში განათდა

0
280

ოთხწლიანი პაუზის შემდეგ საფეხბურთო კლუბმა თბილისის „დინამო“ საქართველოს ჩემპიონის ტიტული კვლავ მოიპოვა. ​ამასთან დაკავშირებით, დედაქალაქის ანძა „დინამოს“ ფერებში, ლურჯ და თეთრ ფერებში განათდა.

გუნდმა ეროვნული ლიგის ბოლო, 36-ე ტურში საკუთარ მოედანზე „ვიტ ჯორჯიას„ უმასპინძლა და ანგარიშით 2:0 დაამარცხა. თბილისელების მთავარი კონკურენტი ბათუმის „დინამო“, რომელიც მათ 2 ქულით უსწრებდა, სტუმრად „ლოკომოტივთან“ დამარცხდა.

„დინამო“ საქართველოს ჩემპიონი მეჩვიდმეტედ გახდა.