„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე სასამართლომ ნიკა მელიას ჯარიმა, ზურაბ ადეიშვილს კი პატიმრობა განუსაზღვრა

0
225

„ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმეზე იუსტიციის ყოფილი მინისტრის, ზურაბ ადეიშვილისა და ერთიანი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, ნიკა მელიას ბრალდების საქმეზე სასამართლომ განაჩენი გამოაცხადა.

სასამართლომ ნიკა მელიას 25 ათასლარიანი ჯარიმის გადახდა დააკისრა, ადეიშვილს კი 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ამ საქმეზე მათ ბრალი 2013 წელს წაუყენეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისა და ქონების გადამალვის გამო.

ამ საქმეზე ზურაბ ადეიშვილს დაუსწრებლად აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, ნიკა მელიას კი – 25 000-ლარიანი გირაო.