კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტ ადამიანს ქრონიკული შიმშილი ემუქრება – გაერო

0
100

გაეროს ანგარიშის პროგნოზით, 2020 წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემიის გამო 130 მილიონზე მეტი ადამიანი ქრონიკული შიმშილის მდგომარეობაში შეიძლება აღმოჩნდეს.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ (FAO) მსოფლიოში სურსათის უვნებლობისა და კვების რაციონის შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამია, რომ „პანდემია კვების გლობალური სისტემების დაუცველობასა და უკმარისობას აძლიერებს“.

ანგარიშში მოყვანილი შეფასების თანახმად, 2020 წელს კიდევ 83 მილიონი ადამიანი და შესაძლოა, ჯამში 132 მილიონი ადამიანი მშიერი დარჩეს COVID-19-ით გამოწვეული ეკონომიკური რეცესიის გამო.