აშშ-ში 118 წლის წინ ჩაძირული გემი იპოვეს

0
257

მინესოტის შტატში ტბის ფსკერზე 118 წლის წინ ჩაძირული გემი „ჰადსონი“ იპოვეს. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს. 

1901 წლის 15 სექტემბერს ხორბლითა და სელით დატვირთული გემი ქალაქ დულუტიდან გავიდა, თუმცა ძლიერი შტორმის დროს ზემო ტბაში გაუჩინარდა. 

დროთა განმავლობაში ტბის ზედაპირზე გემის არაერთი ნაწილი ამოტივტივდა. 2019 წლის ივლისში ჩაძირული გემების მაძიებლებმა „ჰადსონი“ 250 მეტრის სიღრმეზე აღმოაჩინეს. მათ ამისთვის ჰიდროლოკატორი გამოიყენეს.