თელავში მუსიკის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა

0
201

თელავში მუსიკის რიგით მე-10 საერთაშორისო ფესტივალის დასკვნითი კონცერტი გაიმართა. დღევანდელ საღამოზე გამოჩენილ სოლისტებთან, პიანისტ ელისო ვირსალაძესთან და ჩელისტ ალექსანდრ ბუზლოვთან ერთად, საფესტივალო ორკესტრმა დირიჟორ არიელ ცუკერმანის ხელმძღვანელობით დაუკრა.

თელავის მე-10 საერთაშორისო ფესტივალი 21 სექტემბერს ცნობილი მევიოლინის კოლია ბლახერისა და საფესტივალო ორკესტრის კონცერტით გაიხსნა, რომლის დირიჟორიც არიელ ცუკერმანი იყო. ფესტივალის ფარგლებში  7 კონცერტი, 10-ზე მეტი მასტერკლასი და ახალი პროექტი “საუბრები მუსიკაზე” გაიმართა.

მუსიკის ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.