„აქციები გაგრძელდება ისე როგორც მიმდინარეობდა” – გრიგოლ ვაშაძე მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ

0
205

ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის შეხვედრა დასრულდა.

როგორც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, დღევანდელ შეხვედრაზე მმართველმა გუნდმა ოპოზიციის შეთავაზებაზე უარი თქვა.

“ე.წ.ხელისუფლებამ კატეგორიული უარი თქვა იმ შეთავაზებაზე, რაც ოპოზიციამ მოამზადა. ჩვენ არ მივცემთ არასოდეს, ე.წ. “ქართულ ოცნებას” და მმართველ გუნდს იმის თქმის, საშუალებას, რომ ოპოზიცია არ არის მზად საუბრისთვის, ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეები არიან შუამავლები ამიტომ მათ არ შეიძლება ჰქონდეთ რაიმე შემოთავაზება გარდა იმისა, რომ ყველას სურს საქართველოში იქნებ დამკვიდრდეს ნორმალური პოლიტიკური კულტურა, როდესაც იდეოლოგიური განსხვავებები არ არის სამკვდრო-სასიცოცხლო მიზეზი, რაც შეეხება სამართლებრივ არგუმენტებს ეს უკვე თქვენ რამდენჯერმე მოსმენილი გაქვთ, ბატონ კობახიძისგან, რომ არ მომწონს და ეს არ არის კონსტიტუციური, ის, რომ მორალური და პოლიტიკური ვალდებულებები ჰქონდათ აღებული პროპორციული არჩევნების ჩატარების, რასაც ახალგაზრდების ჯანმრთელობა შეეწირა და ლამის სიცოცხლე შეეწირა ამაზე არ საუბრობენ, ის, რომ ოპოზიციამ წინმსწრებად გადადგა კომპრომისული ნაბიჯი. რაც შეეხება, მოძრაობა “გაბედეს” არ დასწრებას გეტყვით იმას, რომ შეხვედრის ფორმატი შედგენილია საერთაშორისო მოდერატორების მიერ, ჩვენ ვთხოვეთ სამოქალაქო აქტივისტების მონაწილეობა ამან შედეგი არ გამოიღო” – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.

ჟურნალისტების კითხვაზე აპირებს თუ არა ოპოზიცია აქციების გაგრძელებას გრიგოლ ვაშაძემ უპასუხა, რომ პროტესტი აუცილებლად გაგრძელდება იმ ფორმატში რა ფორმატშიც იყო, რადგან დღევანდელ შეხვედრაზე ახალი არაფერი არ გადაწყვეტილა.

“საპროტესტო აქციები გაგრძელდება ისე როგორც მიმდინარეობდა. იმიტომ, რომ დღეს არაფერი არ გაგვიგია ისეთი, რომელიც საპროტესტო ტალღას შეანელებს ან გახდის არასაჭიროს” – აღნიშნა ვაშაძემ.