აზარტული თამაშების გამო, ბოლო 4 თვის განმავლობაში, სუიციდის 20 ფაქტი დაფიქსირდა – თამარ ჯაფარიძე

0
240

საქართველოში 3 მილიონი ადამიანიდან 1 მილიონია ჩართული აზარტულ თამაშებში, ხოლო 24 საათის განმავლობაში 300 ექაუნთი იხსნება – აღნიშნული სტატისტიკა გაავრცელა არასამთავრობო ორგანიზაციამ “დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ”.

ორგანიზაციის პრეზიდენტის თამარ ჯაფარიძის განცხადებით, ივლისის შუა რიცხვებიდან დღემდე სუიციდის 20 ფაქტი დაფიქსირდა. იგი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებს და ამბობს, რომ საქართველოში უნდა დარეგულირდეს აზარტული თამაშების სფერო

„სტატისტიკა შემზარავია, ლუდომანია ეს არის უმძიმესი სენი, რომელიც მოითხოვს სახელმწიფოებრივ მზრუნველობას. ყველაზე მეტად სახელმწიფო უნდა იყოს დაინტერესებული და ძალიან მაოცებს და მაკვირვებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მდუმარე მდგომარეობა.

ვინც იცის სტატისტიკა, დღეს ჩვენს რეალობაში, ქვეყნის მასშტაბით, 2019 წლის 6 თვის მონაცემი არის 209 განხორციელებული, მაგრამ ამ 209-დან შინაგან საქმეთა სამინისტროს, ისე როგორც 115-ე მუხლზე არ აქვს არანაირი ფილტრაცია გაკეთებული, არც ამ შემთხვევაში არ აქვს გაკეთებული რომ დაიფილტროს. ჩვენი მოძიებით, ივლისის მეორე ნახევრიდან დღემდე, 20 სუიციდის ფაქტია განხორციელებული“, – აცხადებს თამარ ჯაფარიძე.