CNN: მსოფლიო რაგბიმ ბორჯღალოსნებს რუსული სიმღერის ჩართვისთვის მოუბოდიშა

0
274

მსოფლიო რაგბიმ რაგბის მსოფლიო თასის მეორე ტურის მატჩზე, ურუგვაისთან შეხვედრაზე “ბორჯღალოსნების” მიერ ლელოს დადების დროს რუსული სიმღერის ჩართვის გამო მოიბოდიშა. ამის შესახებ CNN-ი წერს.

CNN-ს ციტატად მოჰყავს მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “ბორჯღალოსნების” მთავარი მწვრნეთლის მილტონ ჰეიგის განცხადება: “გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ და ყველამ იცოდეს, რომ საქართველო რუსეთი არ არის და რუსეთი არაა საქართველო! ჩვენ ქართველები ვართ, ჩვენ ჩვენი განსხვავებული ენა და კულტურა გვაქვს”.

ურუგვაისთან შეხვედრის დროს, “ბორჯღალოსნების” მიერ ლელოს დადების შემდეგ თამაშის ორგანიზატორები ლელოს რუსეთში მომუშავე მომღერლის, ვალერი მელაძის სიმღერით აღნიშნავდნენ. სწორედ ეს გააპროტესტა ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა ჯაბა ბრეგვაძემ მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე. მათ განაცხადეს, რომ ორგანიზატორებმა მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინონ.

მსოფლიო თასის მეორე ტურის მატჩში “ბორჯღალოსნებმა” ურუგვაის ნაკრები ანგარიშით 33:7 დაამარცხა.