თუ კონსესუსი მოიძებნა, არსებობს შანსი, რომ ერთხელ და სამუდამოდ პროცესები მოედნიდან პარლამენტში გადავიდეს – ნინო ბურჯანაძე

0
230

„ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სასტუმრო ბილტმორში შეხვედრის წინ, სადაც ოპოზიციის და ხელისუფლების წარმომადგენლობს შორის მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ხელისუფლების მხრიდან შეხვედრის შესახებ მოწოდებას მიესალმება.

„ეს უკვე ნამდვილად კონსტურქციული განხადებაა, როდესაც აცხადებს ხელისუფლება რომ მოვისმენ თქვენ არგუმენტებს. წინასწარ თავს შევიკავებ კომენტარისგან, ერთადერთი ვიტყვი, რომ ჩვენ ოპოზიცია ვართ ძალიან კონსტრუქციულად განწყობილი და ჩვენ ნამდვილად გვინდა რომ ეს კრიზისი, რომელიც არის ძალიან მძიმე ქვეყნისთვის, გვინდა რომ განიმუხტოს და პროცესები რუსთაველის გამზირიდან გადავიდეს პარლამენტში ამიტომ ჩვენ მოვამზადეთ დოკუმენტი რომელიც დარწმუნებული ვართ შესამასობაშია ჩვენს კონსტიტუციასთან“, – აღნიშნა ბურჯანძემ.

მისი თქმით, თუ მოიძებნა კონსესუსი, არსებობს იმის შანსი, რომ პროცესები გადავიდეს პარლამენტში და ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები.

„თუ მოიძებნება კონსესუსი, რეალურად მართლაც არის შანსი, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ მოედნიდან პროცესები პარლამენტში გადავიდეს და მართლაც სამართლიანი არჩევნები ჩატარდეს. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენ ამისათვის ყველაფერს გავაკეთებთ“, – აღნიშნა ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, რომ დღეს მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციას შორის სასტუმრო „ბილტმორში“ შეხვედრა იმართება, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსიც ესწრება.